вторник, 9 декабря 2014 г.

მეცხრე დღე

  ყველაზე მნიშვნელოვანი დღე... ჩვენი შრომის ნაყოფი გამოვიდა სამზეოზე.მგონი გამომივიდა...იყო ძალიან ნაყოფიერი,ბევრისმომცველი ტრენინგი.ვისწავლე ბევრი რამ,რასაც გამოვიყენებ პრაქტიკაში.დიდი მადლობა ბატონ დავითს...ვისურვებდი,რომ ტრენინგის შემდეგი ეტაპიც ბატონ დავითთან გავიარო.

воскресенье, 7 декабря 2014 г.

მერვე დღე

   დღეს ბევრი საინტერესო რამ ვისწავლეთ. ვისწავლეთ როგორ ხდება ვორდის დოკუმენტში სარჩევის გაკეთება,როგორ ვაქციოთ ვორდის დოკუმენტი PDF ,განვიხილეთ,როგორ კეთდება სქოლიო.ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება.ტრენინგი,როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო იყო

суббота, 6 декабря 2014 г.

მეშვიდე დღე

   ნელ-ნელა მივდივართ დასასრულისკენ.დღეს გავეცანით საავტორო უფლებებს,რა არის საავტორო უფლება,როგორ შეიძლება ავტორისგან ნებართვის მოპოვება.ვისწავლეთ,როგორ მოვახდინოთ ნამუშევრების დახარისხება,ვისწავლეთ ფურცლების დანომვრა.კიდევ ერთხელ გავიმეორეთ შესასრულებელი დავალებებიიიიი

пятница, 5 декабря 2014 г.

მეექვსე დღე

დავიღალე,მაგრამ კიდევ ბევრი საინტერესო რამ ვისწავლეთ.კომპიუტერის საქაღალდეში სასურველი ფაილის შეტანა,საქაღალდის გასაჯაროვება,ვიდეოს მოჭრა.დავალებებიც შრომატევადი გვაქვს.იმედია,თავს კარგად გავართმევთ.

понедельник, 1 декабря 2014 г.

მეხუთე დღე

     დღეს ყველაზე მეტად საინტერესო ტრენინგი იყო.ვისწავლეთ  იუთუბიდან ვიდეოების გადმოწერა, ცხრილების,დიაგრამების,სურათების ჩასმა,მოკლედ,დავიწყეთ  პრეზენტაციისთვის მზადება.ცოტა არ იყოს ვღელავ.მინდა,რომ საინტერესო და სრულყოფილი  პრეზენტაცია წარვადგინო.... ვნახოთ რა გამომივა

воскресенье, 30 ноября 2014 г.

მეოთხე დღე

   დღევანდელი ტრენინგიც იყო ძალიან საინტერესო და სახალისო.გავიმეორეთ წინა ტრენინგის მასალა,დავათვალიერეთ კითხვარები. ვისწავლეთ კითხვარების  ფერის მიცემა. ვისწავლეთ გაჯეტების შექმნა.ბლოგზე სურათების,ვიდეოების ატვირთვა.

пятница, 28 ноября 2014 г.

მესამე დღე

      დღეს გავეცანით გუგლ დრაივის ფორმების შექმნას,ვისწავლეთ დიპლომების,სერთიფიკატების,ბროშურების დასრულება.გავიხსენეთ წინა დღეებში შესწავლილი მასალა.დავათვალიერეთ საქაღალდეები.ტრენინგი როგორც ყოველთვის,საინტერესო იყო.